logo_geo
eng_logo
სომხეთში AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია ჩავიდა
- +

29 მარტი. 2021. 21:33

 

სომხეთში ჩავიდა AstraZeneca-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია. ამის შესახებ  ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.

 

განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეპარატის პირველი პარტია გათვალისწინებულია მედპერსონალისთვის, 65 წლის და უფრო მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე, 16-დან 64 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის და სოციალური უწყებების მუშაკებისთვის.

 

„ვაქცინაციის პროცესი სომხეთში სრულად ნებაყოფლობითი იქნება“, - აცხადებენ სამინისტროში.

 

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 190 741-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 172 096 პირი. ვირუსის შედეგად დაღუპულია 3476 ადამიანი.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner