logo_geo
eng_logo
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ 5.5 მილიონიანი სარჩელი შეიტანეს
- +

3 აპრილი. 2021. 15:32

 

 

გერმანიის ქალაქ ბონის სასამართლოში, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის იენს შპანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. მოსარჩელე მხარეს გერმანიის ყოფილი კანცლერის ჰელმუტ კოლის შვილი, ვალტერ კოლი წარმოადგენს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild  წერს.

 

როგორც მოსარჩელე ირწმუნება, იენს შპანმა 1 მილიონი FFP2-ის სტანდარტის სამედიცინო პირბადის მიწოდების გადაზიდვა ჩაშალა. მოსარჩელე ჯანდაცვის მინისტრს 5.5 მილიონ ევროს ედავება.

 

გამოცემის ცნობით, 2020 წლის გაზაფხულზე ვალტერ კოლის მფლობელობაში არსებულმა კომპანია Kohl Consult-მა  გერმანიის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა. სამინისტრომ კომპანიას 1 მილიონი FFP2-ის ტიპის პირბადე შეუკვეთა. თუმცა, საბოლოოდ, ჯანდაცვის სამინისტრომ ნიღბების გადასახადი არ გადაიხადა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner