logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენმა 4 დღით ეროვნული დროშების დაშვება ბრძანა
- +

3 აპრილი. 2021. 15:43

 

 

თეთრი სახლის პრესსამსახურის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, კაპიტოლიუმთან გუშინ ღამით მომხდარი ინციდენტის გამო, 4 დღით ეროვნული დროშების დაშვება ბრძანა.

 

ბაიდენის ბრძანების თანახმად, ეროვნული დროშა კვლავ 2021 წლის 6 აპრილს აფრიალდება. 

 

აშშ-ის დროშებს დაუშვებენ თეთრ სახლში, ყველა სამხედრო პოსტსა და საზღვაო ბაზებზე,  ფედერალური მთავრობის ყველა საზღვაო გემზე, საელჩოებსა და საკონსულოებში, ასევე საზოგადოებრივ ადგილებში.

 

ჯო ბაიდენმა გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

 

ცნობისთვის, გუშინ ღამით კაპიტოლიუმთან ავტომობილი პოლიციელებს დაეჯახა. მანქანის მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა და პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრა. სამართალდამცველებმა მას ცეცხლი გაუხსნეს.

 

ინციდენტის შედეგად, ორი პოლიციელი და ბოროტმოქმედი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტომობილის მძღოლი და პოლიციელი საავადმყოფოში გარდაიცვალნენ.

 

ამჟამად კაპიტოლიუმი და მიმდებარე ქუჩები ჩაკეტილია. ადგილზე ეროვნული გვარდია და პოლიციაა მობილიზებული. კაპიტოლიუმი დაკეტილია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner