ნიდერლანდების ხელისუფლებამ კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება სრულად შეაჩერა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა NL Times წერს.
ერთი დღით ადრე ხელისუფლებამ ვაქცინის გამოყენება 60 წლამდე პირებში შეაჩერა, ხოლო დღეიდან ვაქცინას 60 წელს გადაცილებული პირების ასაცრელადაც არ გამოიყენებენ.
ცნობისთვის, გასულ თვეს, ზოგიერთმა ქვეყანამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, დროებით შეაჩერა, თუმცა პრეპარატის მოხმარება მალევე განაახლა.
ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ნიდერლანდებში კორონავირუსი 1,287,696 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 16,575 გარდაიცვალა.