ბათუმის მთავარ და ყველაზე მიმზიდველ ზღვისპირა ბაღში, მზიან ამინდებთან ერთად ვიზიტორთა სიმრავლე საგრძნობლად შეინიშნება.
ამ პერიოდში კიდევ უფრო აქტიურდება ბათუმის ბულვარის კულტურულ-სარეკრეაციო დანიშნულება. ახლადაყვავილებული მცენარეებისა და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს ფონზე, გაზაფხული საუკეთესო პერიოდია ფეხით სეირნობისა და სხვადასხვა სპორტული აქტივობისთვის.