logo_geo
eng_logo
მარტვილში გზების მშენებლობა მიმდინარეობს
- +

21 აპრილი. 2021. 12:44

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ვახაში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

 

პროექტის ფარგლებში დაიგება 2 900 მეტრი ცემენტ-ბეტონის გზა. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 874 349 ლარს შეადგენს და სამუშაოებს შპს „ნიუპოვერი“ ასრულებს. სამუშაოების პირველი ეტაპი 2020 წელს განხორციელდა.

 

სამუშაოების მიმდინარეობას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე გაეცნენ.

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner