ზუგდიდში მამაზე ძალადობის გამო ქალი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მამას ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.