logo_geo
eng_logo
აშშ-ის საზღვაო ძალებმა არაბეთის ზღვაში გემიდან დიდი რაოდენობით რუსული იარაღი ამოიღეს
- +

9 მაისი. 2021. 12:36

 

 

არაბეთის ზღვაში დაკავებული გემიდან აშშ-ის საზღვაო ძალებმა დიდი რაოდენობით რუსული და ჩინური წარმოების  ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები,  ავტომატები, ტყვიამფრქვევები და ყუმბარმტყორცნები ამოიღეს. ამის შესახებ გამოცემა „Deutsche Welle“ წერს.

 

შეერთებული შტატების საზღვაო ძალების სარაკეტო კრეისერმა „USS Monterey“-მ არაბეთის ზღვის ჩრდილოეთით  ხომალდი დააკავა, რომელიც ალმის გარეშე გადაადგილდებოდა.

 

გემიდან ამოღებულ საბრძოლო მასალებს შორის შედის  ათობით რუსული ტანკსაწინააღმდეგო  რაკეტა, ათასობით ჩინური ავტომატი, ასობით ტყვიამფრქვევი, სნაიპერული თოფები და ყუმბარმტყორცნები, აგრეთვე ოპტიკური სამიზნეები.

 

ამ დროისათვის, ექსპერტები არკვევენ, საიდანაც გაიგზავნა იარაღი და ვისთვის იყო იგი განკუთვნილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner