„როგორც ჩანს, წაგების ჩვევად გვექცა. ფეხბურთელებს მოგება უნდოდათ, მაგრამ თუ შესაძლებლობებიდან მხოლოდ ერთს გავიტანთ, ვერაფერს ვერ შევძლებთ. თუმცა, მაინც იმ აზრზე ვარ, რომ წაგებას არ ვიმსახურებთ. ჩვენ მეტოქეს სივრცეები გავუხსენით, ქართველი ფეხბურთელების სისწრაფემ კი გაგვაოცა“, – განაცხადა რუმინეთის ნაკრების მწვრთნელმა, მირელ რედოიმ პრესკონფერენციაზე.
„მე მინდა, რომ ჩემმა გუნდმა მეტოქეზე ერთით მეტი გაიტანოს. ეს არის ის, რაც მე თაობების ცვლის პოროცესში გავაკეთე. ეს არ არის ირონია. ბოლო დროს დიდ საერთაშორისო ტურნირებზე რამდენჯერ გავედით? მას შემდეგ, რაც ნაკრები ჩავიბარე, ცნობილი იყო, რომ ეროვნული გუნდი შეეცდებოდა შეტევითი ფეხბურთი ეთამაშა. ჩვენ ამ პრინციპს არ დავთმობთ“, -განაცხადა რედოიმ.