logo_geo
eng_logo
გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს
- +

1 ივლისი. 2021. 15:22

 

პოლიტიკოსი გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია ამის შესახებ ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა „პრაიმტაიმს“ დაუდასტურა.

 

მისივე თქმით, ამ წუთებში ის, წულაიას გამოსაყვანად მიდის.

 

შეგახსენებთ, რომ გოგი წულაია სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, მას წინასწარი პატიმრობა 3 თვით მიესაჯა, ამ დროის მანძილზე პოლიტიკოსი შიმშილობდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა.

 

ცნობისთვის, გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს. მას ბრალად ქალის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება ედება, ჩადენილი ძალადობით.

 

წულაიას თავდაპირველად ბრალი 126-ე, ძალადობის მუხლით წარედგინა. თუმცა 18 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით [გაუპატიურება] გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

 

მარ პატიმრობა სასამართლომ 19 მარტს შეუფარდა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner