სომხეთში, გიუმრის ინფექციურ საავადმყოფოში 7 ადამიანი მოათავსეს, რომელთაც ჯილეხის სიმპტომები აღენიშნება. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
ცნობები შირაქის ოლქის ერთ-ერთ სოფელში ჯილეხზე ეჭვის შესახებ 30 ივნისს გაჩნდა. მაშინ ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ადგილზე პირუტყვი დაიხოცა.
„სოფლის 7 მცხოვრები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ახალი შემთხვევები არ არის”, - განაცხადა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა არტავაზდ არსენიანმა.
მისი თქმით, პაციენტების მდგომარეობა ნორმალურია.
ჰოსპიტალიზებული ადამიანები დახოცილ პირუტყვს ატყავებდა და ხორცს ამუშავებდა.