შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში, გამოცდების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
"15 ივლისს პროფესიული უნარების ტესტირებაზე გამოცხადდა 72%-მდე მასწავლებელი.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ქიმიის გამოცდის დღევანდელ სესიაზე გამოცხადდა სულ 93%-ზე მეტი აბიტურიენტი.
დადასტურებული COVID-19-ის დიაგნოზის გამო დღევანდელ ტესტირებაზე არ გამოცხადდა 15-მდე გამოსაცდელი.
ხვალ აბიტურიენტები გეოგრაფიის გამოცდას ჩააბარებენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.