logo_geo
eng_logo
დავით IV აღმაშენებლის სიგელი ნიანია ნიანიასძისადმი
- +

24 ივლისი. 2016. 03:13


1104/1118. დავით IV აღმაშენებლის სიგელი ნიანია ნიანიასძისადმი- გიორგი მიქელაშვილი დავით IV აღმაშენებლის მიერ გაცემულ სიგელს წარმოგვიდგენს.


დავით მეფის საბუთში წარმოდგენილი ტიტულატურის მიხედვით (მეფე „აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა"), სიგელი დაწერილია კახეთ-ჰერეთის შემოერთების შემდეგ (1104) და ლორე-ტაშირის დაბრუნებამდე (1118). არიშიანის შუამდგომლობით მეფე დავითი გადასახადებისაგან ათავისუფლებს გრიგოლ მაოხრებლის ძეს - ნიანია ნიანიასძეს „მისითა მამულითა ვეძისხევითა", ვინაიდან მეფის „დიდად ნამსახური და ბერი კაცი იყო, ლაშქრობაი აღრა შეეძლო".


საბუთი მოკლეა, ამიტომ გთავაზობთ ტექსტს სრულად:


ქ. სახელითა ღმრთისაითა, დავითისაგან, ნებითა ღმრთისათა აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა მეფისა. აწცა მოვიდა ჩუენ წინაშე არიშიანი და გუეჰაჯა, რაითამცა გაუშუით და გავათავისუფლეთ ნიანია, გრიგოლ მაოხრებელისა შვილი, მისითა მამულითა ვეძისხევითა.

დაგუაჯერა ღმერთმან და ვისმინეთ მოხსენებაი და ჰაჯაი არიშიანისაი და გაუშუით ნიანია ნიანიასძე, გრიგოლ მაოხრებელისა შვილი, მისითა მამულითა ვეძისხევითა, ვინაითგან პირველცა ზითვად ჰქონებოდა და ჩუენიცა დიდად ნამსახური და ბერი კაცი იყო, ლაშქრობაი აღრა შეეძლო.

აწ გაგიშუია ნიანია, მისითა მამულითა, ზითვად ნაქონები ვეძისხევითა, გაგუითავისუფლებია ყოვლისა გამოსავლისა და შესავლისა სახელმწიფოისა და სათხოვრისაგან და ყოვლისა ..."


დედანი; ეტრატი. ნაკლული. მხედრული


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner