logo_geo
eng_logo
საბურთალოს რაიონში, დიდგორის ქუჩის II შესახვევის მოწესრიგება სრულდება
- +

17 აგვისტო. 2021. 17:20

 

 

საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, დიდგორის ქუჩის II შესახვევში საგზაო სამუშაოები სრულდება. მიმდინარე სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

 

პროექტის ფარგლებში, 2 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი მოეწყობა. ამ დროისთვის, ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება მიმდინარეობს.

 

აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ დრომდე ასფალტის საფარი არ არსებობდა და ადგილობრივ მცხოვრებლებს გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდათ. პროექტის დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობა კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს.

 

სამუშაოებისთვის, რომელსაც შპს „ლ. ენდ ლ“ აწარმოებს, საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 130 000 ლარია გამოყოფილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner