„ძალიან აქტუალური გახდა ფეიკ-ნიუსებისა და მავნებლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად ბრძოლა. საზოგადოებისთვის გაუსაძლისია სააკაშვილის სატელევიზიო პრესსამსახურებიდან ამდენი ნონ-სტოპ ტოქსიკურის მოსმენა. გასაგებია, რომ ტყუილების ინტენსიურად მხილება ბრძოლის ერთ-ერთი საშუალებაა, მაგრამ ის არაა ერთადერთი“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ POSTV-ის ეთერში განახადა.
„არასამთავრობო ორგანიზაციებად წოდებული რამდენიმე აქტორი დაუფარავად იქცა "ნაცების" დაკვეთების შემსრულებლად და არაა გასაკვირი, რომ დესტრუქციული მედიიდან წამოსული დეზინფორმაციის ნიაღვარს ისინი არ იმჩნევენ“, - განაცხადა აბაშიძემ.
მისივე თქმით, სააკაშვილის ოპოზიცია არჩევნების შემდეგ რადიკალური ქმედებებისთვის ემზადება.
„3 ოქტომბრიდან თუ არა 2 ოქტომბრის გვიანი საღამოდან, სააკაშვილის მთლიანი ფლანგი დაუფარავად ემზადება რადიკალური ქმედებებისათვის და არჩევნების "არალეგიტიმურად" გამოცხადებისათვის.
სავარაუდო ფარული ჩანაწერები თუ მათი ფაბრიკაცია, გასამართლებული ექს-პრეზიდენტის ამ გეგმის ნაწილია, რომლის შემსრულებლები, დიდი ალბათობით, ხოჯევანიშვილი, საბანაძე და ქემოკლიძე არიან“, - განაცხადა ანალიტიკოსმა.