logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: სააკაშვილის მთლიანი ფლანგი დაუფარავად ემზადება რადიკალური ქმედებებისთვის და არჩევნების "არალეგიტიმურად" გამოცხადებისთვის
- +

16 სექტემბერი. 2021. 02:51

 

 „ძალიან აქტუალური გახდა ფეიკ-ნიუსებისა და მავნებლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად ბრძოლა. საზოგადოებისთვის გაუსაძლისია სააკაშვილის სატელევიზიო პრესსამსახურებიდან ამდენი ნონ-სტოპ ტოქსიკურის მოსმენა. გასაგებია, რომ ტყუილების ინტენსიურად მხილება ბრძოლის ერთ-ერთი საშუალებაა, მაგრამ ის არაა ერთადერთი“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ POSTV-ის ეთერში განახადა.

 

არასამთავრობო ორგანიზაციებად წოდებული რამდენიმე აქტორი დაუფარავად იქცა "ნაცების" დაკვეთების შემსრულებლად და არაა გასაკვირი, რომ დესტრუქციული მედიიდან წამოსული დეზინფორმაციის ნიაღვარს ისინი არ იმჩნევენ“, - განაცხადა აბაშიძემ.

 

მისივე თქმით, სააკაშვილის ოპოზიცია არჩევნების შემდეგ რადიკალური ქმედებებისთვის ემზადება.

 

„3 ოქტომბრიდან თუ არა 2 ოქტომბრის გვიანი საღამოდან, სააკაშვილის მთლიანი ფლანგი დაუფარავად ემზადება რადიკალური ქმედებებისათვის და არჩევნების "არალეგიტიმურად" გამოცხადებისათვის.

სავარაუდო ფარული ჩანაწერები თუ მათი ფაბრიკაცია, გასამართლებული ექს-პრეზიდენტის ამ გეგმის ნაწილია, რომლის შემსრულებლები, დიდი ალბათობით, ხოჯევანიშვილი, საბანაძე და ქემოკლიძე არიან“, -  განაცხადა ანალიტიკოსმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner