აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 1 734 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 472 719-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსის შედეგად ჯამში გარდაიცვალა 6 305 ადამიანი.
გამოჯანმრთელდა 434 095 პაციენტი.