logo_geo
eng_logo
მასაჩუსეტსის ჰოსპიტალური სექტორი, სამედიცინო სფეროს მუშაკთა სავალდებულო ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით, უზენაეს სასამართლოს სარჩელით მიმართავს
- +

24 ნოემბერი. 2021. 12:10

 

 

აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატის ჰოსპიტალური სექტორი უზენაეს სასამართლოს მიმართავს, განიხილოს და წარმოებაში მიიღოს სარჩელი სამედიცინო სფეროს მუშაკთა სავალდებულო ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით. 

 

ჰოსპიტალური სექტორი უკვე რამდენიმე კვირაა, რაც აღნიშნული მოთხოვნის გაუქმებას ითხოვს. იურიდიული წარმომადგენლის განცხადებით, ეს მოთხოვნა მათი პერსონალის რელიგიურ მრწამსსა და უფლებებს ლახავს, ასევე, ბევრ მათგანს ვაქცინაციის ჩატარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია. ჰოსპიტალური სექტორი მოითხოვს, შტატის ადმინისტრაციამ დაუშვას გამონაკლისები, რომელთა ფარგლებშიც სამედიცინო პერსონალს შესაძლებლობა ექნება, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან რელიგიური მრწამსის გამო, ვაქცინაციაზე უარი განაცხადოს.

 

სარჩელში ნათქვამია, რომ შტატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ადამიანის უფლებების სამოქალაქო აქტის მე-7 თავს უგულებელყოფს, რომელიც ამერიკის ჯანმრთელი და უნარშეზღუდული მოქალაქეების უფლებებს იცავს.   

 

წყარო:https://edition.cnn.com/2021/11/23/politics/supreme-court-massachusetts-hospital-vaccine-mandate/index.html

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner