საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„გორის სამხედრო ჰოსპიტალში პატიმარ პაციენტ სააკაშვილთან გაუფრთხილებლად შესულან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები!
ეს ეს ხდება?!
სად გაგონილა პატიმართან ციხის თანამშრომლების გაუფრთხილებლად შესვლა?!
ეს როგორ?!
არ უნდა გააფრთხილოთ, - ბიჭები ვართ და მოვდივართ, ბიჭი ხარ და დაგვხვდიო?!
ახლა კი სერიოზულად:
ხალხო, მართლა რა ხდება, პარალელურ სამყაროში ვართ?!
ასეთი რამე სადმე, რომელიმე ქვეყანაში ხდება?!
გამოდიან ეს დედაბუდიანად შეშლილები და პირობებს კარნახობენ სახელმწიფოს!
მოკიდეთ ხელი და კინწისკვრით გაიგდეთ რუსთავისკენ ეგ მანიაკი!“.