თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ „ომიკრონი“ იშვიათად ემართებათ მათ, ვისაც „ბუსტერი“ გაკეთებული აქვს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტრომა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მთლად ყველას არ ემართება, ვისაც „ბუსტერი“ გაკეთებული აქვს, მათ იშვიათად ემართებათ. მასობრივი ვაქცინაციაა პანდემიის დაძლევის და თუნდაც „ომიკრონის“ თავიდან აცილების საშუალება, განსაკუთრებით მესამე, „ბუსტერ“ დოზით“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.