საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მოსკოვსა და კიევს ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 7 თებერვალს ემანუელ მაკრონი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდება, ხოლო 8 თებერვალს უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში შეხვდება.
1 თებერვალს, უკრაინის გარშემო არსებული კრიზისის ფონზე, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ლიდერები მიესალმებიან ნორმანდიის ფორმატში დადებით პროგრესს.