logo_geo
eng_logo
ბენ უოლესი: ბრიტანეთი სერიოზულად ეკიდება რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის განცხადებებს უკრაინაში შეჭრის თაობაზე
- +

11 თებერვალი. 2022. 23:17

 

მოსკოვში ვიზიტით მყოფმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი სერიოზულად ეკიდება რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის განცხადებებს უკრაინაში შეჭრის თაობაზე გეგმების არარსებობის შესახებ, თუმცა რუსეთს ქმედებებით და არა სიტყვებით განსჯის.

 

კითხვაზე, სჯერა თუ არა რუსეთის გარანტიების, რომ უკრაინაში არ შეიჭრება, თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა უპასუხა, რომ ამას სერიოზულად ეკიდება.

 

„ვფიქრობ, შოიგუ პროფესიონალია, ის ძალიან გამოცდილი მინისტრია, ისევე როგორც გენერალი გერასიმოვი და როდესაც მეუბნებიან, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებენ, ამას სერიოზულად ვეკიდები, თუმცა როგორც უკვე ვთქვი, დავაკვირდებით მოქმედებებს, რომელიც ამ სიტყვებს თან ახლავს“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner