logo_geo
eng_logo
ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის პროცესში აუდიტის სამსახურმა დარღვევები გამოავლინა
- +

12 თებერვალი. 2022. 20:27

 

 

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური - 2019-2020 წლებში ოზურგეთის მერიის მიერ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მნიშვნელოვანი ხარვეზები იყო

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რომელიც წინა მერის, კონსტანტინე შარაშენიძის მმართველობის პერიოდს ეხება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დარღვევები გამოავლინა ოზურგეთის მერიის საქმიანობის 2019-2020 წლების პერიოდის შესწავლისას, ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის პროცესში. კერძოდ, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვაში, შესრულებასა და კონტროლში არსებული ხარვეზების შედეგად, 3 984 400 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანებულია. მუნიციპალიტეტს არ შეუსწავლია პრობლემის გამომწვევი მიზეზები და პასუხისმგებელი პირების მიმართ არ გაუტარებია შესაბამისი ღონისძიებები ზიანის ასანაზღაურებლად. რეალურად, მიწოდების ვადის გადაწევის მიზეზი იყო სამუშაოების არასათანადო შესრულება. ნაცვლად იმისა, რომ მუნიციპალიტეტს განეხორციელებინა რეაგირება, მიმწოდებლებს არასათანადოდ უხანგრძლივებდა სამუშაოების შესრულების ვადებს და არ იყენებდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ საჯარიმო სანქციას. იმ შემთხვევაში, თუკი მუნიციპალიტეტი არ გაზრდიდა სამუშაოების მიწოდების ვადას დაუსაბუთებლად, მიმწოდებლებს ცხრა ხელშეკრულების ფარგლებში დაერიცხებოდათ პირგასამტეხლო, სულ − 214.2 ათასი ლარის ოდენობით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner