logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ „მთავარი არხი“ და და ჟურნალისტი ჟანა აკოფაშვილი ამხილა
- +

20 მარტი. 2022. 01:14

 

 

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ „მთავარი არხი“ და და ჟურნალისტი ჟანა აკოფაშვილი ამხილა. გადაცემაში ,,მთავარი შაბათი" ჩემთან დაკავშირებით გავრცელდა ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელმაც შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება“, - უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ამხილა ტელეკომპანია მთავარი არხი“ და ჟურნალისტი ჟანა აკოფაშვილი, რომ ჩემთან მიმართებით მათ მიერ მომზადებული სიუჟეტის საფუძვლად დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, კერძოდ: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

 

გადაცემაში ,,მთავარი შაბათი" ჩემთან დაკავშირებით გავრცელდა ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელმაც შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება!“ - წერს დავით მათიკაშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner