GORBI-ს კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე: „მხარს უჭერთ/ეთანხმებით თუ არა „ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებებს და გადაწყვეტილებებს უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხში?“ პასუხები ასე გადანაწილდა:
ეთანხმება 67,7%, 26,3% არ ეთანხმება, 6%-მა არ იცის.
აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებებს და გადაწყვეტილებებს უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხში ეთანხმება გამოკითხული რესპონდენტების ის 91,8%, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებიდან ამას ეთანხმება 31,5%. ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებებს და ქმედებებს ეთანხმება 87% იმ რესპონდენტებისა, რომლებიც „იმედის“ მაყურებლები არიან, „რუსთავის“ მაყურებლების 75.5%, „მთავარის“ მაყურებლების 29% და გამოკითხულთაგან იმ რესპონდენტების 58%, რომლებიც „ტვ პირველის“ მაყურებლები არიან.
კვლევა ტელეიმედის დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა გორბიმ 10-16 მარტს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1008 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია +/- 3 %