logo_geo
eng_logo
კავკასიის რეგიონში რუსეთმა მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო
- +

24 აგვისტო. 2016. 11:12



რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციულმა  ერთეულმა - სამხრეთის სამხედრო ოლქმა მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო.


სწავლებებში სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის 11 000-ზე მეტი სამხედრო 18 პოლიგონზე მონაწილეობს.


სამხედრო მანევრები მიმდინარეობს ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმში, ასევე სომხეთში და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ.სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ რუსულ ბაზებზე.


ოლქის პრესსამსახურის ცნობით, სწავლება ერთ თვეს გაგრძელდება და მასში ჩართულია შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის 2 200-ზე მეტი ერთეული.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner