რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციულმა ერთეულმა - სამხრეთის სამხედრო ოლქმა მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო.
სწავლებებში სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის 11 000-ზე მეტი სამხედრო 18 პოლიგონზე მონაწილეობს.
სამხედრო მანევრები მიმდინარეობს ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმში, ასევე სომხეთში და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ.სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ რუსულ ბაზებზე.
ოლქის პრესსამსახურის ცნობით, სწავლება ერთ თვეს გაგრძელდება და მასში ჩართულია შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის 2 200-ზე მეტი ერთეული.