logo_geo
eng_logo
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია
- +

18 ოქტომბერი. 2022. 10:10

 

 

მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, დედაქალაქ კიევში საჰაერო განგაშის სიგნალი 06:26 საათიდან გრძელდება.

 

ყველაზე ბოლოს საჰაერო განგაში იმიერკარპატების ოლქის ტერიტორიაზე გამოცხადდა.

 

ხარკოვში ხუთი წუთის განმავლობაში აფეთქებების ორი სერია განხორციელდა. მერის იგორ ტერეხოვის განცხადებით, დარტყმის ქვეშ არის ქალაქის სამრეწველო რაიონი. ხარკოვის მეტრომ მუშაობა შეაჩერა. მოსახლეობას თავშესაფრებში ჩასვლისკენ მოუწოდებდნენ.

 

ამასთან, ღამით იბომბებოდა მიკოლაევის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებიც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner