თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს საჯარო მმართველობისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა სტაჟირებას, პრაქტიკას, საჯარო მოხელესათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ამაღლებას და კვალიფიციური განათლების მიღების ხელშეწყობას. ასევე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის წარჩინეუბული სტუდენტების საკრებულოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
მემორანდუმს დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა მოაწერეს ხელი.
ღონისძიებას საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი,აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პრორექტორი რუსუდან ჩიქოვანი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ზვიად როგავა და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.