ინდონეზიის კუნძულ სულავესზე, ცინგშანის უჟანგავი ფოლადის ნიკელის ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.
მედიის ცნობით, ხანძარს 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 46 კი დაშავდა.
ამავე ინფორმაციით, ხანძარი ქარხანაში ნიკელის დნობის ღუმლის სარემონტო სამუშაოების დროს გაჩნდა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ხანძარს აფეთქება არ მოჰყოლია.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.