logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: დიდი ბრიტანეთიდან გასვლის შემთხვევაში, შოტლანდია NATO-ს წევრი აღარ იქნება
- +

14 მარტი. 2017. 14:19



NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დიდი ბრიტანეთიდან გასვლის შემთხვევაში შოტლანდია აღარ იქნება NATO-ს წევრი.


თუ ეს მოხდება (შოტლანდიის დამოუკიდებლობა), მაშინ დიდი ბრიტანეთი განაგრძობს NATO- წევრობას, თუმცა ახალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს მოუწევს განაცხადის შეტანა NATO-ში წევრობაზე და ორგანიზაციის 28 წევრი გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა ახალ წევრს", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.


შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხზე ახალი რეფერენდუმი 2018 წლის შემოდგომისა და 2019 წლის გაზაფხულის პერიოდში უნდა ჩატარდეს. აღნიშნულის შესახებ შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტერჯონმა გუშინ განაცხადა.


მისი თქმით, იძულებულია, ასეთი ნაბიჯი გადადგას იმის გამო, რომ ლონდონი მზად არ არის, გაითვალისწინოს იმ რეგიონის აზრი, რომლის მოსახლეობის უმრავლესობამ რეფერენდუმზე მხარი არ დაუჭირა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner