თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ ჰოლანდიაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების კომენტირებისას განაცხადა, რომ ევროპა მალე წმინდა ომების ადგილი იქნება.
„ჰოლანდიაში უამრავი პარტიაა, მაგრამ სოციალ-დემოკრატების და და ფაშისტი ვილდერსის მსოფლმხედველობა ერთმანეთს ემთხვევა. მათ ერთი და იგივე მენტალიტეტი აქვთ. სად მიჰყავთ ამ პოლიტიკოსებს ევროპა?
თქვენ ევროპის დაშლა დაიწყეთ. თქვენ ევროპას უფსკრულისკენ მიათრევთ. შორს არ არის ის დღე, როდესაც ევროპაში წმინდა ომები დაიწყება. ყველაფერი ამისკენ მიდის. ასი წლის წინ კონტინენტზე უკვე ჰქონდა ადგილი ომებს. ევროპელებს სულ ცოტათი მაინც ნამუსი რომ ჰქონდეთ, ერთმანეთს თვალებში ვერ ჩახედავდნენ", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.