logo_geo
eng_logo
დავით თევზაძე: შიხიაშვილმა ღირსეული ნაბიჯი გადადგა!
- +

30 მარტი. 2016. 15:23



პოლიტიკური გაერთიანება „საქართველო მშვიდობისთვის" თავმჯდომარე დავით თევზაძე  ირაკლი შიხიაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებას სწორ და ღირსეულ ნაბიჯად აფასებს.



კვირას, გმირთა მოედანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებითირაკლი შიხიაშვილმა მომხდარზე მორალური პასუხისმგებლობა აიღო და გადადგა ერთადერთი სწორი და ღირსეული ნაბიჯი: ვეტერანთა ერთობის გახლეჩას მან თანამდებობის დატოვება არჩია. ამით მან ხაზი გაუსვა, რომ ნამდვილად ჩვენი ოჯახის წევრად რჩება, პასუხისმგებლიან წევრად. ვეტერანებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ღირსების პოტენციალი მათში გაცილებით მეტია, ვიდრე ეს ვინმემ შეიძლება წარმოიდგინოს. შეცდომა ყველას მოსდის (მათ შორის, ამ სტრიქონების ავტორსაც), თუმცა ღირსება იწყება მხოლოდ მაშინ, როდესაც მას თვალს უსწორებ, ეფემერულ სიკეთეებს (მაგ. ძალაუფლებას (გლეხურად - სკამს)) არ ეჭიდები და ჯარისკაცად რჩები იქ, სადაც, მცირე ხნის წინ, გენერალი იყავი. ამ ნაბიჯსაც დაფასება ჭირდება, ვინაიდან, ხშირად, რთული გადასადგმელია. თუმცა - შვების მომტანი: ერთბაშად გათავისუფლებს ტვირთისაგან", - წერს თევზაძე FACEBOOK-ზე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner