logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: საინტერესოა ჩვენი მეზობლების დამოკიდებულება ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხისადმი
- +

6 აპრილი. 2017. 14:50


ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მეზობელი ქვეყნების დიდ ინტერესზე ისაუბრა. არეშიძის თქმით, მეზობელი ქვეყნები, განსაკუთრებით ჩრდილოკავკასიელები, დაინტერესებული არიან პირობებით, თუ როგორ შეიძლება მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა.

 


„საინტერესოა ჩვენი მეზობლების დამოკიდებულება ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხისადმი, განსაკუთრებით კი ჩრდილოკავკასიელების. ნამდვილად არ ველოდი მათგან ასეთ ინტერესს. არაერთმა ჩრდილოკავკასიელმა მოიკითხა უკვე, რა პირობებით შეიძლება საქართველოს მოქალაქეობის მიღება.

 

დარწმუნებული ვარ, სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც დაინტერესდებიან, მათ შორის, შესაძლოა, კრიმინალური ექსტრემისტული მიზნებითაც, ამიტომაც განსაკუთრებული სიფრთხილე და გამუდმებული მუშაობა მართებთ სახელმწიფოს სპეცსამსახურებს", - აღნიშნა არეშიძემ.

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner