საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ მას და პარლამენტში მყოფ დეპუტატებს იგევე სურთ ქვეყნისთვის რაც პრეზიდენტს, რომ ქვეყანაში ყველა პრობლემა აღმოიფხვრას.
„მთლიანად ვეთანხმები პრეზიდენტს თავის სურვილებში. მას უნდა მთლიანი საქართველო, მაღალი ეკონომიკური ზრდა, უმუშევრობის აღმოფხვრა, მაღალი პენსიები. იგივე გვინდა თითოეულ ჩვენგანს ვინც დღეს პარლამენტშ ვართ. საქმე იმაშია, როგორ უნდა განვახორციელოთ და მივაღწიოთ ამ ყველაფერს. როდესაც ჩვენ გველაპარაკებიან, რომ ანექსია უნდა შევაჩეროთ ადმინისტრაციულ საზღვართან, რა თქმა უნდა, შევამციროთ ჩვენ ვეთანხმებით რეცეპტებს, თუ ვინმე გვეტყვის, როგორ უნდა შევამციროთ ანექსიის ხარისხი ჩვენს ტერიტორიებზე ჩვენ ამას გავითვალისწინებთ. რა გვინა ეს ერთი თემაა და როგორ გავაკეთოთ მეორე. ჩვენ მიჩვეული ვართ ოპოზიციის მხრიდან განცხადებებს, რომელსაც ხშირად რეალობასთან შეხება არ აქვს",- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.