logo_geo
eng_logo
ნიკა კუჭავა: გივი ბერიკაშვილი იყო ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანი
- +

ავტორი ანა ფერაძე

13 აპრილი. 2017. 19:43




მსახიობმა ნიკა კუჭავამ „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნა, რომ გივი ბერიკაშვილი არა მარტო მის ოჯახს და თეატრს, არამედ მთელ საქართველოს დააკლდა. ნიკა კუჭავამ ბერიკაშვილის ხსოვნას პატივი მარჯანიშვილის თეატრში, მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდზე მაიგო.


„გივი ბერიკაშვილი არ დააკლდა მარტო თავის ოჯახს, თეატრს, ეს ადამიანი დააკლდა საქართველოს. ეს ადამიანი მთელი საქართველოსთვის დიდი დანაკლისია. სოციალურ ქსელში ვნახე მასზე წერდნენ, „ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანი წავიდაო" და ნამდვილად ასეა. ბედნიერი ვარ, რომ მოვასწარი და რამდენიმე წელი მასთან ერთად სცენაზე ვიდექი. ვუსამძიმრებ ყველას", - ამბობს მსახიობი ნიკა კუჭავა.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner