logo_geo
eng_logo
ილო ბეროშვილი: ვიცი, რომ თავდაუზოგავად ვიშრომებ
- +

16 აპრილი. 2017. 19:01



ტელეწამყვანი ილო ბეროშვილი „ფორმულა კრეატივის" სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში" ახალ პერსონაჟს განასახიერებს. ბეროშვილის თქმით, ეს მისთვის პირველი ცდაა და თავდაუზოგავად აპირებს შრომას ახალ ამპლუაში.


„პროფესიით, განათლებით მსახიობი არ ვარ. ჩემი პირველი ცდა არის და რა გამოვა, არ ვიცი. ერთი ვიცი, რომ თავდაუზოგავად ვიშრომებ და თუ არ გამოვიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ეტაპზე მზად არ ვარ. ახლა მივდივარ სხვადასხვა ადგილას და ვაკეთებ „სთენდ აფ" შოუებს. ეს დიდი კულტურაა, მაგრამ საქართველოში არ არის ისე განვითარებული. იუმორი - კამერის გარეშე. თუმცა, ახალი ხილია ჩვენთან და არ არის კარგად განვითარებული", - ამბობს ილო ბეროშვილი.  


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner