logo_geo
eng_logo
ირაკლი მამალაძე: საზოგადოებას ამ ყველაფრის დაჯერება იმიტომ უჭირს, რომ საქმე მამაოს ეხება...
- +

4 მაისი. 2017. 19:00



თუ მამა გიორგი გამოთქვამს გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილს და რეალურ დამკვეთებს დაასახელებს, მზად ვარ, მას გვერდით დავუდგე", - განაცხადა „ციანიდის საქმის" მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ გაზეთ „ახალ თაობასთან" საუბრისას.


„ჩემი და პროკურატურის მიმართ ისეთი აგრესია აღარ არის. თავიდან ეს უარყოფითი რეაქციები იმან გამოიწვია, რომ ჩვენს საგამოძიებო უწყებებს არ აქვს ნდობა. მგონი, საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, რომ დიდი ტრაგედია ავიცილეთ თავიდან. სახელმწიფოს თვითმიზანი არ არის ეკლესიის წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს საქმე პრემიერმა კვირიკაშვილმა აიყვანა პირად კონტროლზე. იმათ, ვისაც არ სჯერა, მოვუწოდებ, დაელოდონ 5 მაისს, ამ დღეს სასამართლო იწყება. პატრიარქი და სინოდი თუ სხვანაირად ფიქრობენ, ეს ძალიან მალე გამოჩნდება. თუ გამოძიების მიმართ რაიმე კითხვები ექნებათ, ეს სასამართლოზე გამოჩნდება. საზოგადოებას ამ ყველაფრის დაჯერება იმიტომ უჭირს, რომ საქმე მამაოს ეხება. ამ საქმეზე ამდენი რამე ვიცი და მეც კი მიჭირს ამ თემაზე საუბარი. ამასთან მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ თუ მამა გიორგი გამოთქვამს გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილს და რეალურ დამკვეთებს დაასახელებს, მზად ვარ, მას გვერდით დავუდგე. ასევე მზად ვარ, გავამყარო მისი ჩვენებები. ჩვენ ძალიან ბევრ თემაზე გვისაუბრია და ჩემთვის ძალიან ბევრი რამეა ცნობილი. მხოლოდ მე რომ ვისაუბრო ამაზე, ეს არაფერს ნიშნავს. საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ჯგუფთან დაკავშირებით რომ მოხდეს გამოძიება" , - აღნიშნა ირაკლი მამალაძემ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner