logo_geo
eng_logo
ევროკავშირში მობილურ ტელეფონზე დაწესებული როუმინგის გადასახადი გაუქმდა
- +

16 ივნისი. 2017. 03:50



„ევროკავშირში მობილურ ოპერატორების აბონენტებისთვის დაწესებული როუმინგის გადასახდი გაუქმდა",- აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული.


„ევროკავშირი ადამიანებს აერთიანებს და მათ ცხოვრებას უფრო უმარტივებს. როუმინგის გადახადების გაუქმება - ჭეშმარიტად ევროპული წარმატებაა. ამიერიდან მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირის ფარგლებში მიემგზავრებიან, მობილური მოწყობილობების მეშვეობით დაკავშირებას, წერას და კომუნიკაციას იმავე ფასად შეძლებენ, როგორც სახლის ტერიტორიაზე. როუმინგის გადასახადის გაუქმება ევროკავშირის ერთ ერთი ყველაზე დიდი წარმატებაა", - ნათქვამია განცხადებაში.


ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა როუმინგის გადასახადის გაუქმებას ისტორიული უწოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ის საკუთარ Twitter-ზე წერს.


„მშვიდობით, როუმინგ! ხვალ ისტორიული დღეა, რადგან ევროკავშირში როუმინგის გადასახადი წარსულს ჩაბარდება", - წერს იუნკერი.


ევროკავშირი აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას დაახლოებით ათი წელია გეგმავს. როუმინგზე ფასების გაუქმების თაობაზე კანონპროექტის გაუქმებას ევროპის პარლამენტმა  მხარი 2016 წლის 28 ოქტომბერს დაუჭირა. 2017 წლის  25 აპრილს ევროკავშირის საბჭომ ამა წლის 15 ივნისისთვის როუმინგის გადასახდის გაუქმებას  მხარი დაუჭირა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner