logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: როცა დღევანდელი კულტურის მინისტრი წინა რეჟიმს ეხუტებოდა, მე მაშინ იმ რეჟიმს ვებრძოდი!
- +

8 აპრილი. 2016. 17:31


ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგნაირ პოსტს აქვეყნებს:


ისე გამაბრაზა კულტურის სამინისტროდან გამოყოფილმა 29 მილიონმა უილიამსის კონცერტისთვის, რომ არ დავწერო, გულიც გამისკდება! როცა დღევანდელი კულტურის მინისტრი წინა რეჟიმს ეხუტებოდა, მე მაშინ იმ რეჟიმს ვებრძოდი, არავიზე ნაკლები არ მიომია, არც მიწვნევია საკუთარ თავზე და ორი აგურიც დამიდია რეჟიმის დანგრევისათვის! სააკაშვილის მილიონებს, შეროუნ სტოუნებში და ნიჟარაძის ხუშტურებში, მაშინაც ვაპროტესტებდი და ახლაც ისევე ვფიქრობ. ის , რომ თემურ თათარაშვილს არცერთი კაპიკი დაფინანსება არ გამოუყო კულტურის სამინისტრომ, ამასაც ვაპროტესტებ, ის, რომ ასჯერ მომიტანეს ამბავი - კულტურის მინისტრი დღე და ღამე ბიძინა ივანიშვილს აგინებს და დასცინისოო, არც ეს მიმიყრუებია და ესეც ხმამაღლა ვთქვი, მაგრამ რად გინდა, ისევ ნიკა რურუას პოსტებს ალაიქებს და ისევ ნაცების" წისქვილზე ასხამს წყალს! ჩვენ კი,  ოცნების" მხარდამჭერებ, უნდა დავდგეთ და ეს არსაიდან მოსული ხალხი ვაპრავოთ". ნურას უკაცრავად, არც დეპუტატების ცათამბჯენების მშენებლობას გაგიპრავებთ" და არც ამ სიმახინჯის გადმოტანას. თქვენ ყველა უნდა მიყვეთ  იმ რეჟიმს და იმ პატიოსან ადამიანებს, ვინც მრავლადაა მთავრობაში, ჩირქს არ უნდა სცხებდეთ, ბოლო-ბოლო მართლა ამოვიდა ყელში!" - წერს ჯღარკავა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner