logo_geo
eng_logo
დიანა ლიპარტელიანი: ამ ფოტოსავით გამოიყურება ჩემთვის – „9 აპრილი“...
- +

9 აპრილი. 2016. 18:35



ჟურნალისტი დიანა ლიპარტელიანი „facebook"-გვერდზე 1989 წლის 9 აპრილს მომხდარს იხსენებს. მისი თქმით, სამწუხაროდ, ხელისუფლებების უგუნურმა რიტორიკამ და შეგნებულმა თუ შეუგნებელმა მოქმედებამ, ხელი შეუწყო რუსეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დაპყრობას.



ისტორიული მეხსიერებით ვცდილობ, აღვიდგინო რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილს დატრიალებული ტრაგედია, რომლის მონაწილე ფიზიკურად ვერ ვიქნებოდი...

მაშინ, ახალგაზრდების მთელი საპროტესტო ენერგია საბჭოთა რუსეთის დამპყრობლური რეჟიმისა და მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ იყო მიმართული.

დღეს ჩვენ ბრძოლა გვიწევს კვლავ ოკუპირებულ, მაგრამ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებულ ხელისუფლების ფარგლებში და ჩემი თაობის გარკვეულ ნაწილს რომ ვუყურებ, მერწმუნეთ - ის სულისკვეთება, რაც მაშინ ახალგაზრდობის ღირსეულ ნაწილს ამოძრავებდა, არსებობს დღესაც.

სამწუხაროდ, ხელისუფლებების უგუნურმა რიტორიკამ და შეგნებულმა თუ შეუგნებელმა მოქმედებამ, ხელი შეუწყო რუსეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დაპყრობას და ეკონომიკურად ქვეყნის გასხვისებას, ამიტომ ვერასდროს ვხვდებოდი, რატომ ვიბრმავებდით თვალებს, რატომ ვიყრუებდით თავს მაშინ, როცა თავად ხელისუფლებები წარმოადგენდნენ საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის.

თუკი ვინმეს პრეტენზია აქვს ახალი თაობის განათლების ხარისხზე, ჩაიხედონ თავიანთ სულში - რას გვასწავლიდნენ - ან გვასწავლიან, რისკენ გვიბიძგებდნენ ან გვიბიძგებენ, როგორ გვმოძღვრავდნენ ან გვმოძღვრავენ.

აი, ამიტომ გვაქვს პროტესტის განცდა ჩვენ, ახალგაზრდებს, რომლებიც ხელს არ მოვაწერთ თავსმოხვეულ დეგრადირების პოლიტიკას. თუკი ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი, გაიხსენონ 9 აპრილი მათაც, ვინც ხელისუფლებებაში იყვნენ და არიან და შეისმინონ ის ხმა, რომელიცცას შეჰღაღადებს და სამართალს ითხოვს"...

ვიცი, ბანალური ვარ, მაგრამ მორის ფოცხიშვილმა თქვა, თავის დროზე ქართულად და უფრო ორიგინალურად:

ალბათ, ღამე უნდა გავათენოთ,

მჯერა, კვლავ ცხელ სანთლებს ავანთებთ...

ისე არ მოკვდება საქართველო,

დედა არ უტიროს ჯალათებს!"

P.S. ამ ფოტოსავით გამოიყურება ჩემთვის  „9 აპრილი"... - წერს დიანა ლიპარტელიანი.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner