logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: ნებისმიერ დროს პოროშენკოს შეუძლია, სააკაშვილი უკრაინიდან პანღურით გააგდოს
- +

29 სექტემბერი. 2017. 13:30

 

 

ექსპერტმა სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაიამ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, სააკაშვილი არ მართავს სიტუაციას, არამედ მას სხვები მართავენ.


„პოროშენკომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მან გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რომ მიშა უკრაინაში შეეტყუებინა. ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა, რომ სისხლი არ დაღვრილიყო. როგორც გამოჩნდა, სისხლი არ დაიღვარა. პოროშენკო გამოვიდა სახელმწიფოს ინტერესების დამცველად. სამაგიეროდ, სააკაშვილს ახლა შეექმნა პრობლემა. ის არის პოროშენკოს მძევალი. ის ჯარიმა, რომელიც მას დააკისრეს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ გულისხმობს. ნებისმიერ დროს პოროშენკოს შეუძლია, სააკაშვილი უკრაინიდან პანღურით გააგდოს. მას აღნიშნული სამართლებრივი საფუძველი გააჩნია. პოროშენკოს უნდოდა, სააკაშვილის მეშვეობით გაერკვია ძალთა თანაფარდობა. სანამ სააკაშვილის გარღვევა არ მოხდა, პოროშენკოსთვის გაურკვეველი იყო, რა თამაშს თამაშობდნენ იულია ტიმოშენკო და სხვები. ბოლოდროინდელი პროცესებით პოროშენკომ გამოავლინა იმ ძალთა ბალანსი, რომელიც დღეს უკრაინაში არსებობს. პოროშენკომ, ფაქტობრივად, დაადანაშაულა სააკაშვილი, მისი მომხრეები დააპატიმრა. სააკაშვილს მახე დაუგეს. ის საკუთარ მებრძოლებს ვერ იცავს. პოროშენკომ მას აქტიური ძალა ჩამოაცილა. უკრაინის სპეცსამსახურები კარგად მუშაობენ. სააკაშვილის გარკვეულ პერიოდში აწეული რეიტინგი ახლა ისევ დაეცა. მისი რეიტინგი ისევ 2%-მდე დავიდა. მიხეილ სააკაშვილი კიევზე მარშით რომ არ წავიდა, ეს იყო მისი შეცდომა. პოროშენკომ საკმაოდ კარგად გაანეიტრალა და უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის პრობლემა ნამდვილად არ არსებობს. სააკაშვილი არ მართავს სიტუაციას. სააკაშვილს მართავენ სხვები. გეოპოლიტიკური სიტუაცია ასეთია: ამერიკელების მხარდაჭერა სააკაშვილს არ გააჩნია.

 

როდესაც უგულავამ სააკაშვილს პოლიტიკური ჯართი უწოდა, ბუნებრივია, სანქცირებული იყო შესაბამისი პატრონების მიერ. ტრამპის ინტერესი შეცვლილია. ამერიკის დახმარება სიმბოლურია. ტრამპმა უარი განაცხადა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე. ტრამპმა ბევრად შეამცირა ის თანხა, რომელიც მარშალის გეგმით უკრაინისთვის იყო გათვალისწინებული. ამერიკას აქვს შიდა პრობლემები და არა სცალია გარე პრობლემებისთვის. ამიტომ იყო, როცა სააკაშვილს ჩამოართვეს უკრაინის მოქალაქეობა, წამოვიდა ამერიკიდან. ის სულ სხვა პასპორტით მოძრაობდა. სხვა საკითხია, პოლონეთში როგორ გაატარეს. სააკაშვილმა უკრაინას ფრონტი გაუხსნა პოლონეთისა და უნგრეთის მიმართულებით. მაშინ დაიძაბა უნგრეთ-პოლონეთის ურთიერთობა. უნგრეთმა ულტიმატუმი წაუყენა უკრაინას და შეუწყვიტა გაზის რეექსპორტი. ამიტომ პოროშენკომ საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები გადადგა უნგრეთის წინააღმდეგ. უკრაინის დასავლეთ ფრონტის გახსნა დასავლეთის თამაში რომ არ იყო, ჩანს. პოროშენკოზე ფსონს ისინი არ შეცვლიან. პოროშენკო არის მძიმეწონოსანი, სააკაშვილი არის არარაობა. საქართველოში სააკაშვილმა იმდენი სისხლიანი დანაშაული ჩაიდინა, რომ მისი შერჩენა გამორიცხულია. მიშას უნდოდა, ლვოვის ვარიანტი სარფში მოეხდინა 2015-ში, მაგრამ მიხვდა, რომ აქ არ გაუვიდოდა", - განაცხადა მაისაიამ.









 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner