საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი გაჩეჩილაძე გაზეთ „ახალ თაობასთან" საუბარში საზოგადოებაში ნარკოტიკის ჩადებასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, ადამიანი, რომელსაც ნარკოტიკს აღმოუჩენენ, მხოლოდ თავის გამართლების მიზნით ამბობს, რომ მას ნარკოტიკი „ჩაუდეს".
„ჩადებები ერთგვარი თავის მართლების საშუალება გახდა. ამ ქვეყანაში არავითარი ჩადება არ ხდება! ვიღაცას ნარკოტიკს რომ აღმოუჩენენ, თავის გამართლების მიზნით შს ორგანოებს აბრალებენ. ჩემთვის ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია!" - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.