2017 წლის 29 დეკემბერს ჟურნალისტმა ნელი აგირბამ კურიერი დატოვა. აგირბა გამოცემა „თბილისელების" ჟურნალისტს ესაუბრა და ტელევიზიის დატოვების მიზეზი განმარტა.
„წამოვედი იმიტომ, რომ ძალიან მიჭირდა. ბოლოს ცოტა ხანი დავისვენე, აზრზე მოვედი, მაგრამ რომ დავბრუნდი, ისევ ცუდად გავხდი. ვეღარ „გავქაჩე" და გადავწყვიტე, წამოვსულიყავი. ჯერ არ ვიცი, რა იქნება მომავალში. ველოდები, რომ რაღაც გამოჩნდება" , - ამბობს აგირბა.