logo_geo
eng_logo
ანზორ საკანდელიძე: თბილისში შეწყდეს 20, 30, 40-სართულიანი „სიკვდილის კორპუსების“ მშენებლობა!
- +

4 აპრილი. 2018. 21:09

 

საქართველოს მშენებელთა ლიგის თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე თბილისის მერიას მოუწოდებს, რეალური ნაბიჯები გადადგას საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების სეისმომედეგობისა და სამშენებლო ეკოლოგიური უსაფრთხოების შემოწმების მიმართულებით.

 

როგორც „სითი კვირას“ ანზორ საკანდელიძემ განუცხადა, თბილისში არ ჩერდება კანონიერი 7-12 სართულიანის ნაცვლად, 20, 30, 40 და უფრო მეტსართულიანი „სიკვდილის კორპუსების“ მშენებლობა და სეისმომედეგობაზე შეუმოწმებელი შენობების მიღება ექსპლუატაციაში.

 

​მისივე თქმით, ხშირად „სიკვდილის კორპუსებში“ მობინადრეების შესახლება ისე იწყება, რომ არ ფორმდება შენობის ექსპლუატაციაში მიღების აქტები.

 

​ანზორ საკანდელიძის ორგანიზაცია იწყებს თბილისელთა მობილიზაციის მიზნით სამობილიზაციო შტაბის შექმნას, რომლის მიზანია დედაქალაქის მერია აიძულონ ამ მიმართულებით გადაიდგას რეალური ნაბიჯები.

 

„ჩვენ ვიწყებთ თბილისელების მობილიზაციას, რომ მერიამ გადადგას რეალური ნაბიჯები თბილისში საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების შემოწმებებზე სეისმომედეგობებზე და სამშენებლო ეკოლოგიურ უსაფრორთხოებაზე. ასეთი შემოწმებების გარეშე, ევროკავშირში ცხვირსაც არ შეგვაყოფინებენ, როცა გაიგებენ, რომ ვართ ის არაცივილიზებული, ველური ქვეყანა, სადაც შენობებს არ ამოწმებენ სამშენებლო სეისმო-ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე და მთავრობას თავისი ხალხი გამეტებული ყავს მასობრივი ნგრევისა და მსხვერპლისთვის”, – აცხადებს საკანდელიძე.

 

​მისივე თქმით, 13 მარტს, თბილისის მერს გაუგზავნა მშენებელთა ლიგის ღია წერილი, რომელშიც საუბარია თბილისისათვის სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი სამშენებლო სეისმო-ეკოლოგიური რეალური საფრთხეების საწინააღმდეგო ღონისძიებების დაუყოვნებლივ განხორციელებაზე. წერილს ხელს აწერენ სპეროს სპეციალისტები და მეცნიერები.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner