27 აპრილს „ვითიბი ბანკის" მხარდაჭერით, თბილისშ,ი ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიმართა ვლადიმერ სპივაკოვის და ორკესტრ „მოსკოვის ვირტუოზების" კონცერტი.
გამოჩენილმა მევიოლინემ და დირიჟორმა ვლადიმერ სპივაკოვმა თანამოაზრე მუსიკოსებთან ერთად 1979 წელს შექმნა კამერული ორკესტრი „მოსკოვის ვირტუოზები", რომლის შეუცვლელ სამხატვრო ხელმძღვანელად, დირიჟორად და სოლისტად გვევლინება. ვლადიმერ სპივაკოვი გამოდის მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში და დირიჟორობს ისეთ ევროპულ და ამერიკულ ორკესტრებს, როგორიცაა: ლონდონის, ჩიკაგოს, ფილადელფიის, კლივლენდის, ბუდაპეშტის, „ლა სკალას" და სხვა სიმფონიურ ორკესტრებს.