logo_geo
eng_logo
ცხოვრება საზღვრების კვალდაკვალ - ფოტორეპორტაჟი სამხრეთ ოსეთიდან
- +

9 აგვისტო. 2018. 01:30

 

სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვებზე მოსახლე ქართველებისთვის მუდმივად თანმდევია შიში და შევიწროვება. დღეს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული ტერიოტორიები ოდესღაც საქართველოს მფლობელობაში იყო და ისინი ახლაც ოფიციალურად იმართებიან ამერიკის შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.

 

თუმცა, შესაძლებელია რომ ერთ დღესაც გაიღვიძო და აღმოაჩინო, რომ აღარც სახლი გაქვს და აღარც ფულს აქვს რაიმე ძალა.

 

სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა ჯერ კიდევ 90-იან წლებში გამოაცხადებს დამოუკიდებლობა. რუსეთი 2008 წლის ომის დროს შეიჭრა ამ რეგიონებში და ნელ-ნელა გადმოსწია მათი ადმინისტრაციული საზღვრები საქართველოს ტერიტორიაზე.

 

მართალია, ამ საზღვრებს მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა არ აღიარებს, მაგრამ მაინც უდიდეს გავლენას ახდენს იქ მცხოვრებ მოსახლეობაზე.

 

მათ მოულოდნელად აღმოაჩინეს , რომ მათი ყოველდღიური ცხოვრება, საქმიანობა, ბიზსნესი თუ განათლების სფერო, ოკუპაციის ქვეშ მოექცა.

...

ფოტოგრაფი დარო სულაკაური, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აშუქებდა ოკუპირებულ რეგიონებს და დოკუმენტურ მასალას აგროვებდა ამბობს, რომ ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური თამაშია, რომლებიც სასაზღვრო პუნქტებში მცხოვრებ ადამიანებზეა გათვლილი.

 

ის ამბობს, რომ ეს უდიდესი პრობლემაა. აფხაზეთსა და ოსეთში მცხოვრები ბავშვებისთვის დაძაბულობა და კონფლიქტის რეჟიმი ყოველდღიურობის ნაწილია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

"-როცა საზღვრისპირა სოფლებში დავდიოდი, იქ არავინ იყო. ვიძახდი, მაგრამ თუნდაც იყვირო, ვერავინ გაიგონებს შენს ხმას. "- ამბობს ფოტოგრაფი.

 

ზოგჯერ საზღვრის ხაზები ადვილად შესამჩნევია. მავთულები, ეკლიანი ბადეები, ბეტონის კონსტრუქციები.. თუმცა ზოგან საზღვარი უხილავია. ბევრჯერ აღმოჩენილა სოფლის მცხოვრებლები საზღვრის იქით, ისე, რომ არაფერი იცოდნენ და ამის გამო დაუპატიმრებიათ ისინი.

 

 

ფერმერები საქონელს კარგავენ. ძროხები კვეთენ უხილავ საზღვრებს და აღარ ბრუნდებიან სახლში. პატრონები კი მათი სახით ერთადერთ შემოსავალს კარგავენ .

 

 

პირუტყვის დაკარგვა სოფლის მოსახლეობისთვის მცირე დანაკარგია. იმასთან შედარებით რაც მათ ყოველდღიურობაში ხდება.

 

ისინი პრობლემებს აწყდებიან ყველგან - ვერ იღებენ სათანადო განათლებას, ვერ ახერხებენ სრულფასოვან ცხოვრებას, არიან უკიდურესი გაჭირვების წინაშე.

 

დარო სულაკაურის ობიექტივში ერთი მოხუციც მოხვდა. მისი სახლი საზღვის მიღმა აღმოჩნდა და მისი შემოსავალიც ერთ დღეში გაუფასურდა.

 

ის იძულებულია საზღვრის იქით დარჩენილ მეზობლებს სთხოვოს მისი პენსიით პურის და პროდუქტების შეძენა, რათა გადარჩეს.

 

სიმშვიდე და გულთბილი ოპტიმიზმი - ესაა ის რაც საზღვისპირა სოფლების მაცხოვრებლებს გადარჩენაში ეხმარება. სულაკაური ამბობს, რომ ეს ყველაზე მეტად ბავშვებში იგრძნობოდა.

 

 

"ისინი სუფთები არიან, მაგრამ, ამავე დროს გაზრდილები, იმის გამო, რაც მათ გამოიარეს." ფოტოგრაფი ყვება -"ერთი ცხრა წლის გოგონა, ნანა, იძულებული გახდა სკოლა გამოეცვალა, რადგან გადაადგილება მოუწია შარშან. ნანა დაშორდა მეგობრებს, მაგრამ ცდილობს ცეკვაში ჰპოვოს ხალისი. ის ხშირად ცეკვავს ტრადიციულ სამოსში და ცდილობს ბევრ ადამიანს აჩვენოს ის.

 

მისი ოჯახი ფინანსური სიდუხჭირის ზღვარზეა, ზოგჯერ პურის ფულიც არ აქვთ. მაგრამ ამ პატარა გოგონაში იმხელა სიღრმეა.. მას უკიდურეს გაჭირვებაშიც კი აქვს ხალიხი ჩაიცვას ტრადიციული სამოსი და იცეკვოს. "

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner