logo_geo
eng_logo
„სიცოცხლით სავსე ეზო“ – თბილისური კამპანია, რომლის მიზანიც კომპიუტერული თამაშების ჩანაცვლებაა
- +

1 ოქტომბერი. 2018. 04:05

 

 

თბილისში ახალი კამპანია „სიცოცხლით სავსე ეზო“ დაიწყო, რომელიც მოზარდებისათვის კომპიუტერული თამაშების ჯანსაღი, ხალისიანი ეზოს თამაშებით ჩანაცვლებას ისახავს მიზნად. კამპანია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ზღვისუბნის (თემქა) მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით იმართება, რომლის მხარდამჭერია თბილისის მერია,  ორგანიზატორები კი, ორგანიზაცია ა(ა)იპ „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ და კომპანია „თამაშობანა“.

 

თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ეზოში მეგობრებთან თამაშით გატარებული საათები ფასდაუდებელია მოზარდების  ფიზიკური, ემოციური და ინტელექტუალური განვითარებისათვის. მოზარდებში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა შესაძლებელია მათი სოციალიზაციის ისეთი მარტივი და ბუნებრივი გზით, როგორიცაა ეზოში თამაშები.

 

„ეზოს თამაშები  თაობებისთვის კომუნიკაციისა და ურთიერთობების ერთ-ერთი უმთავრესი ფორმა იყო, რომელიც ბავშვებს ასწავლიდა დისციპლინას, უწრთობდა ნებისყოფას, უყალიბებდა სიმტკიცესა და უვითარებდა დაბრკოლებების გადალახვის უნარს, ავარჯიშებდა და ახალისებდა მათ,“- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

 

ამ ეტაპზე ღონისძიება 2 დღე გაგრძელდება და მას ყველასთვის კარგად ცნობილი  სახეები წაიყვანენ. ასევე, მოეწყობა ძველი თბილისური ეზოების ამსახველი ფოტო-გამოფენა. პროექტში მონაწილეობას 200-ზე მეტი 6-დან 16 წლამდე ასაკის მოზარდი მიიღებს, რომელთაც მადლობის სიგელები და მედლები გადაეცემათ.

 

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები, თბილისის მერიის წარმომადგენლები, სპორტსმენები და სხვა მოწვეული სტუმრები.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner