logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ ბასილაშვილი ანდერსონთან დამარცხდა
- +

23 ოქტომბერი. 2018. 01:13

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენაში ATP250-ის კატეგორიის ტურნირში ჩაება, სადაც პირველივე მეტოქედ TOP10-ის წევრი, მსოფლიოს მერვე ჩოგანი, სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი ჰყავდა.

 

ბასილაშვილი დამაჯერებელი იყო პირველ სეტში, განსაკუთრებით კი საწყის გეიმებში. მან მესამე გეიმში შეასრულა პირველი ბრეიკი, მეხუთე გეიმში ორჯერ ჰქონდა მეტოქის მოწოდების აღების შანსი, მაგრამ ვერ შეძლო უპირატესობის განვრცობა. ანდერსონმა ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა – ეს მოხდა მერვე გეიმში, მაგრამ ქართველმა მოიგერია საფრთხე და შემდეგ, სეტზე ჩაწოდება შეძლო. პირველ პარტიაში ბასილაშვილმა პირველი მოწოდებით ქულების 81 პროცენტი აიღო.

 

მეორე სეტში ბასილაშვილს ძალიან გაუჭირდა მეტოქის მოწოდებაზე. თავის პირველ ოთხ გეიმში ანდერსონმა არც ერთი ქულა არ დათმო. თუმცა ქართველიც დამაჯერებელი იყო თავის გეიმებში და მეტოქეს მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა. პირველად ნიკამ მეტოქეს ბრძოლა მისსავე მოწოდებაზე მე-11 გეიმში გაუმართა და ბრეიკ-პოინტამდეც მივიდა, თანაც ორჯერ, მაგრამ ანდერსონი გადარჩა.

 

საბოლოოდ, სეტის ბედი ტაი-ბრეიკზე წყდებოდა. სტარტზე ჩოგბურთელებმა მინი-ბრეიკები გაცვალეს, რის შემდეგაც, დიდი ხანი სტაბილურად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს. ასე მივიდა ბასილაშვილი 6:5-ზე პირველ მატჩბოლამდე, მაგრამ ანდერსონმა გადაარჩინა სეტი, რის შემდეგაც, სამხრეთაფრიკელმა 7:6-ზე პირველივე სეტბოლი გამოიყენა და პარტიებში ანგარიში გაათანაბრა.

 

მესამე სეტში გადამწყვეტი უპირატესობა ანდერსონმა მოიპოვა და 6:4 გაიმარჯვა.

 

სამხრეთაფრიკელი მეორე წრეში კანადელ მილოშ რაონიჩსა და ავსტრიელ იურგენ მელცერს შორის მოგებულს შეხვდება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner