„ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორსა და ამავე სკოლის პერსონალზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებულ განცხადებაზე ბაჩანა შენგელია სამშაბათს გამოიკითხება“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„შენგელიას, პროკურატურაში შემოტანილი განცხადების საფუძველზე, გენერალური პროკურატურიდან დღეს დაუკავშირდნენ, თუმცა, მან განაცხადა, რომ ზუგდიდიდან თბილისში ჩამოსვლას და პროკურატურაში გამოცხადებას სამშაბათამდე ვერ შეძლებს.
ბაჩანა შენგელიამ საქართველოს პროკურატურას გუშინ, 19 დეკემბერს მომართა და მის განცხადებაში დასახელებული გარემოებების და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე გამოძიების დაწყება მოითხოვა“, - ნათქვამია განცხადებაში.